ქვეყნის შესახებ

საქართველო

  • დედაქალაქი: თბილისი
  • ოფიციალური ენა: ქართული
  • ფულის ეთეული: ლარი (GEL)
  • მისახლეობა: 4.760.000
  • პრეზიდენტი: მიხეილ სააკაშვილი

საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ პერიმეტრზე. იგი წარმოადგენს აღმოსავლეთ კარიბჭეს ევროპასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს (აზერბაიჯანი და სომხეთი) შორის.

 

საქართველოს ბუნების მრავალფეროვნება განპირობებულია მისი გეოგრაფიული მდებარეობით. აქ წარმოდგენილია თითქმის ყველა ტიპის კლიმატური ზონა  და  ნიადაგი. საქართველო ასევე მდიდარია წყლის რესურსებით, რასაც ძირითადათ გამოიყენებენ ირიგაციაში, ენერგეტიკის სექტორსა და წყალმომარაგებაში.  

 

საქართველოს გააჩნია მდიდარი ბუნებრივი კომპლექსების სამომავლო გამოყენების უდიდესი პოტენციალი. 

 

ქვეყნის ბუნებრივი და ეკონომიკური პირობები მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში. დღევანდელი საზღვრების პირობებში, ქვეყნის მთლიანი ფართობია 69.7 ათასი კმ2, მათ შორის 2.6 მლნ. ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები საიდანაც თოთოეულ მოსახლეზე საშუალოდ მოდის  0.6 ჰა სახნავი და 0.62 ჰა საძოვარი ფართობი. 

 

საქართველო მაღალი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის მქონე ქვეყანაა, თუმცა დღეისათვის მას სრულად ვერ იყენებს. ამ სექტორში დასაქმებულია დაახლოების 1.3 მლნ. მუშა-ხელი, რაც წარმოადგენს ქვეყანაში დასაქმებული მოსახლეობის 55%-ს.

 

2002 წელს მთლიანი ეროვნული პროდუქტის (მეპ) თითოეულ მოსახლეზე მიღებული წილის მიხედვით საქართველომ დაიკავა 120-ე ადგილი 227 ქვეყანას შორის და საერთაშორსო სტანდარტების მიხედვით მიეკუთვნებოდა მცირე შემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფს. ოჯახური მეურნეობის მართველის მიერ ფერმაზე გაწეული დანახარჯი წარმოადგენდა 56%.

 

სოფლის მეურნეობის სფერო ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისათვის, მისი წილი  მთლიან ეროვნული პროდუქტში (მეპ) წარმოადგენს 21%-ს. ამ მაჩვენებელმა ბოლო 6 წლის განმავლობაში მკვეთრად იკლო 30%-დან - 21%-მდე. რაც გამოწვეული იყო ქვეყნის სუსტი სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურით და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ინტენსიფიკაციის დაბალი დონით, ასევე, თანამედროვე სამეცნიერო დახმარებისა და წარმოების სფეროში პრაქტიკული მიღწევების ნაკლებობით. მნიშვნელოვანი პრობლემას წარმოადგენს უტილიზაცია და მიწის რესურსები, დანგრეულია ნარგავებისა და სათესლე მეურნეობების სისტემები, აღსადგენია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სასოფლო-სამეურნეო დანადგარები, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ვერ აკმაყოფილებდნენ ევროპულ სტანდარტებს, რამაც განაპირობა ქვეყანაში მენეჯენტისა და მარკეტინგის არაეფექტური სისტემების ჩამოყალიბება.    

 

კვების პროდუქტების წარმოების დონე არ აკმაყოფილებს მომხმარებლთა მოთხოვნებს. უფრო მეტიც, ისინი არ აკმაყოფილებენ უსაფრთხოებისა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ამიტომას საჭიროა  დროულად მივიღოთ გადამჭრელი ზომები სოფლის-მეურნეობაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

 

ბმული