ბატონი ჟაკ  დიუფის მიმართვა,  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი სათავეში ჩაუდგა სამიტს შიმშილობის შესახებ, რომელიც ორგანიზებულია FAO-ს მიერ და ტარდება 2009 წლის 16 ნოემბერს, რომში, იტალია 

 

 

 

 

 ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო,

 

 

ორშაბათს, 16 ნოემბერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), იტალიაში იწყებს სამიტს შიმშილობის შესახებ, რათა გაზარდოს საზოგადოების ცოდნა იმის შესახებ, თუ რაოდენ მიუღებელ სიტუაციაში ცხოვრობს ერთი მილიონი ადამიანი, რომლებიც ქრონიკულად განიცდიან შიმშილს და  ბავშვები, რომლებიც შიმშილისგან ყოველ ექვს წამში იხოცებიან. 

 

ამ მნიშვნელოვან ღონისძიებასთან დაკავშირებით  FAO-მ დაიწყო შემდეგი სამი ინიციატივის განხორციელება: 

1.  15 წამიანი ვიდეო რგოლი ბავშვების შესახებ, რომლებიც შიმშილისგან იხოცებიან. ვიდეო რგოლის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-საიტზე: http://www.1billionhungry.org  

 

2. პეტიცია, რომლიც შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.1billionhungry.org  და სადაც შესაძლებლობა გექნებათ თანადგომა გამოუცხადოთ ბრძოლას მსოფლიო შიმშილის წინააღმდეგ

  

3. 14 ნოემბრიდან 15 ნოემბრის საღამოს, სამიტის დაწყების წინ, სოლიდარობის მიზნით, ერთ მილიონ ადამიანთან ერთად გაიმართება გაფიცვა-აქცია მიძღვნილი მსოფლიო შიმშილისადმი 

 

პარასკევს, გრინვიჩის დროით 19:00-ზე, ვიწყებ 24 საათიან საშიმშილო აქციას, რომელიც გაგრძელდება შაბათს გრივნიჩის დროით 19:00 საათმდე. აქციის მონაწილეებს შიმშილობის პერიოდის განსაზღვრა შეუძლიათ სურვილისამებრ. 

 

მადლობელი ვიქნები, თუ თქვენი ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, შეძლებთ ამ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების ფართო წრეში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ვებ-საიტს: http://www.1billionhungry.org ან დაგვიკავშირდით შემდეგ ელ. მისამართზე: One-Billionhungry(at)fao.org  

 

დიდი მადლობა, 

 

ჟაკ დიუფი

გენერალური დირექტორი

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია